Accessibility links

logo-print

უკრაინაში ყინვამ 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, ყინვებმა ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამინისტრო იუწყება, რომ დაბალი ტემპერატურით გამოწვეული პრობლემების გამო მკურნალობენ კიდევ 500-მდე ადამიანს. უამინდობის მსხვერპლი უმეტესწილად უსახლკაროები ხდებიან. უკრაინის ზოგ რეგიონში ტემპერატურა მინუს 33 გრადუსამდე დაეცა. ყინვების შესახებ იუწყებიან ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც.
XS
SM
MD
LG