Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები განაგრძობენ ოპერაციებს დამასკის გარეუბნებში


აქტივისტების ცნობით, სირიის ჯარები ცდილობენ, გაანადგურონ მოწინააღმდეგეები დამასკთან და მიიწევენ აღმოსავლეთის გარეუბნებისაკენ, რომლებსაც აქამდე მთავრობის მოწინააღმდეგე შენაერთები აკონტროლებდნენ. სამშაბათის ოპერაცია დაიწყო რამდენიმე საათით ადრე სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოში დებატების დაწყებამდე - უშიშროების საბჭო დღეს საღამოს განიხილავს არაბული ლიგის ინიციატივით მომზადებული რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოიცავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნას. რუსეთი ეწინააღმდეგება არაბული ლიგის წინადადებას. სირიის ოპოზიციურმა ეროვნულმა საბჭომ დღეს გამოაცხადა „გლოვისა და რისხვის დღე“ დამასკის მჭიდროდ დასახლებულ გარეუბნებზე მთავრობის ჯარების იერიშების გასაპროტესტებლად. აქტივისტების ინფორმაციით, კვირიდან მოყოლებული, გარეუბნებში მოკლულია 180-ზე მეტი ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ დეზერტირებმა, რომლებიც სირიის რეჟიმის მოწინააღმდეგების მხარეზე არიან გადასულია, უკან დაიხიეს დამასკის ამ გარეუბნებიდან.
XS
SM
MD
LG