Accessibility links

logo-print

ევროზონაში სარეკორდო 10,4%-მდე გაიზარდა უმუშევრობა


ევროკავშირის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, უმუშევრობამ 10,4 %-ს მიაღწია ევროზონაში, რომელშიც ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა შედის. საქმე ეხება უმუშევრობის სარეკორდო მაჩვენებელს 1999 წელს ევროს შემოღების შემდეგ. ევროსტატის ინფორმაციით, 2011 წლის მიწურულს ევროზონაში უმუშევრად იყო აღრიცხული 16,5 მილიონამდე ადამიანი. უმუშევრობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი რჩება ესპანეთში, სადაც სამუშაოს გარეშეა შრომისუნარიანი მოსახლეობის 22,9%. მეორე ადგილზეა საბერძნეთი 19,2 პროცენტით. უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღირიცხება ავსტრიაში - 4,1%.
XS
SM
MD
LG