Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ადასტურებს, რომ პაკისტანში ეწყობა იერიშები უპილოტო თვითმფრინავებით


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების უპილოტო თვითმფრინავებით ახორციელებენ რეიდებს პაკისტანის ტერიტორიაზე, რაც არის პრეზიდენტის იშვიათი განცხადება ამ თემაზე. მისივე თქმით, ცნობებში აზვიადებენ მონაცემებს საჰაერო იერიშების სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ. ობამამ ონლაინ ფორუმში აღნიშნავს, რომ უპილოტო თვითმფრინავების რეიდები ხორციელდება პაკისტანის ავღანეთთან მოსაზღვრე რეგიონებში და მიმართულია ალ-ყაიდისა და თალიბანის ექსტრემისტების წინააღმდეგ. პაკისტანელ ოფიციალურ პირებს არაერთხელ აქვთ გაკრიტიკებული შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG