Accessibility links

logo-print

დე ფაქტო პარლამენტი პროვოკაციად მიიჩნევს ალა ჯიოევას გადაწყვეტილებას


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, პროვოკაციას არ აჰყვეს. დე ფაქტო პარლამენტი პროვოკაციად მიიჩნევს ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას გადაწყვეტილებას მისი ინაუგურაციის ჩატარების შესახებ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა კანონიერ ზომებს უნდა მიმართონ და არ დაუშვან მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარება. ოსური ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ, რომელიც თავს შარშანდელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევს, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს ხელისუფლების გადაცემა მოსთხოვა და უარის შემდეგ საკუთარი ინაუგურაციის თარიღად 10 თებერვალი გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG