Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის წარმომადგენლები ქართველი მღვდელმონაზვნის იონას დაკავებას უარყოფენ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველი მღვდელმონაზვნის იონას დაკავებას უარყოფენ. მათ ამის შესახებ თბილისის დელეგაციას დღეს განუცხადეს ქალაქ გალში, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა. საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, აფხაზური მხარის უარყოფის შემდეგ რჩება მეორე ვერსია, რომლის თანახმად, სასულიერო პირი გატაცებულია და გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვენ. უტიაშვილის თქმით, სოხუმის წარმომადგენლები დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა უმოკლეს დროში შეძლონ ქართველი სასულიერო პირის გათავისუფლება. მღვდელმონაზონი იონა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს, ოკუპირებულ აფხაზეთში გამგზავრების შემდეგ, გასულ კვირაში გაუჩინარდა.
XS
SM
MD
LG