Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბერძენიშვილი აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვერას გამოეხმაურა


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ყველაზე მთავარი აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვერისა იყო ღია შეთავაზება ბარაკ ობამას მხრიდან, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, რომლის დროსაც მოსალოდნელია ხელისუფლების ფორმალური გადაცემა. ”როგორც წესი, ერთი დიდი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი სხვა დემოკრატიული ქვეყნის ლიდერს ამ ტერმინებით არ ელაპარაკება და არ ახსენებს, რომ ხელისუფლების გადაცემა სამართლიანი არჩევნების გზით უნდა მოხდეს”, - განუცხადა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დავით ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ყველამ კარგად იცის, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პირობებში ხელისუფლების გადაცემის ალბათობა საქართველოში ძალიან მაღალია.
XS
SM
MD
LG