Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაურის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივას უდიდესი მნიშვნელობა ექნება


აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკა გილაურმა განსაკუთრებით აღნიშნა თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა, რასაც მისი შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის. პრემიერმა აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკების პირველი რაუნდი. "პერსპექტივაში საქართველო შეიძლება წარმოვიდგინოთ გარკვეულ სავაჭრო ცენტრად, რომელიც აზიასა და ევროპას, აზიასა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბდება და ბევრ კომპანიას შეეძლება ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ იმის გამო, რომ ვაჭრობა დამატებითი ბარიერებისგან გათავისუფლებული იქნება", - განაცხადა ნიკა გილაურმა. რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, პრემიერის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ ანტიტერორისტულ წვრთნებზე, არამედ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის უსაფრთხოებისთვისაც.
XS
SM
MD
LG