Accessibility links

პაკისტანში ათობით ადამიანი დაიღუპა სტრატეგიული პოზიციისათვის ბრძოლაში


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, წუხელ 300-ზე მეტმა თალიბმა მეამბოხემ მიიტანა იერიში სამხედრო პოსტზე კურამის რეგიონში, რასაც მოჰყვა შეტაკება, რომლის შედეგადაც დაიღუპა 10 ჯარისკაცი და, სულ ცოტა, 40 ექსტრემისტი. ცნობების თანახმად, თალიბანმა სცადა კონტროლის დამყარება სტრატეგიულ პოზიციაზე ჯოგი კალანის მთებში, საიდანაც მოჩანს ჩრდილოეთ ვაზირისტანთან და ავღანეთთან დამაკავშირებელი გზა. პაკისტანის ჯარებმა გასულ კვირაში დაამყარეს კონტროლი ამ პოზიციაზე.
XS
SM
MD
LG