Accessibility links

logo-print

ყინვებმა ათობით ადამიანი შეიწირა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში


ყინვებმა ათობით ადამიანი შეიწირა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინაში, ცნობების თანახმად, 30 ადამიანია გარდაცვლილი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში. პოლონეთში სამშაბათს გავრცელდა ცნობა ყინვის შედეგად სიკვდილის ხუთი ახალი შემთხვევის შესახებ. წუხელ ამ ქვეყანაში ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცა. არის მსხვერპლი რუმინეთსა და სერბიაშიც, ისევე როგორც ბულგარეთში. ამ ქვეყნის დედაქალქ სოფიაში 31 იანვარს გაზომეს -29 გრადუსი, რაც ყველაზე დაბალი ტემპერატურაა მას შემდეგ, რაც 100 წლის წინ დაიწყეს ჰაერის ტემპერატურის გაზომვა.
XS
SM
MD
LG