Accessibility links

logo-print

რუსეთში მოამზადეს 4 თებერვლის საპროტესტო აქციების მოთხოვნები


რუსეთში 4 თებერვალისთვის დანიშნული საპროტესტო აქციების ორგანიზატირებმა მოამზადეს მოთხოვნები, რომლებსაც დემონსტრაციებზე წამოაყენებენ. მათ შორის არის 2011 წლის დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნები. რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეებიც გაყალბებულად მიიჩნევენ ამ კენჭისყრას. მოსკოვში 4 თებერვლისთვის სანქცირებული აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ ჩატარდება ოთხი საპროტესტო სვლა - ლიბერალების, ნაციონალისტებს, მემარცხენეებისა და დანარჩენების მონაწილეობით. 4 მარტს კი რუსეთში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც პრეზიდენტის პოსტს, სავარაუდოდ, დაუბრუნდება ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი.
XS
SM
MD
LG