Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებენ, დაძლიოს უთანხმოება სირიის გარშემო


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაძლიოს უთანხმოება არაბთა ლიგის გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოღებას. ბან კი მუნი ამ შინაარსის განცხადებით გამოვიდა სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (სხდომა იწყება, თბილისის დროით, ღამის 12 საათზე). არაბთა ლიგამ დასავლეთის ზოგი ქვეყნის მხარდაჭერით მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მოიცავს სირიის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას. რეზოლუციის ასეთ პროექტს ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელიც შიშობს, რომ გზა გაეხსნებოდა სამხედრო ინტერვენციას სირიაში.
XS
SM
MD
LG