Accessibility links

ატომური სააგენტოს დელეგაციამ ირანში ვიზიტი შეაჯამა


ირანში სტუმრად მყოფმა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციამ დღეს შეაჯამა ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან სამდღიანი შეხვედრები. ცნობით, ამ შეხვედრებს რაიმე განსაკუთრებული აღმოჩენა ირანის ბირთვული პროგრამის გამო შეშფოთების თაობაზე არ მოუტანია. ირანის მედიის თქმით, ორივ მხარე შეთანხმდა კვლავაც მოილაპარაკონ. ფარსი იუწება, რომ მოლაპარაკება კონსტრუქციული იყო. სააგენტო ისნა და თვითონ ატომური უწყება აცხადებენ, რომ დელეგაციას არ მოუნახულებია ირანის ბირთავული ობიექტები. ეს ვიზიტი მოჰყვა ნომბერში სააგენტოს განცხადებას, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სამხედრო ელემენტებს შეიძლება შეიცავდეს. ირანი აცხადებს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიანია.
XS
SM
MD
LG