Accessibility links

logo-print

აშშ - პაკისტანის საიდუმლო სამსახური თალიბანს ეხმარება


ბრიტანულ მედიაში გაჟონა აშშ-ის სამხედრო უწყების მიერ მომზადებულმა კონფიდენციურმა ინფორმაციამ, რომ პაკისტანის საიდუმლო სამსახური ეხმარება ავღანეთის თალიბანის მეომრებს ავღანეთში მყოფ უცხო ქვეყნების სამხედროებზე თავდასხმების მომზადებაში. ”ბი-ბი-სი” და ბრიტანული გაზეთი - "The Times" იუწყებიან, რომ ანგარიშში, რომელიც აშშ სამხედრო უწყებამ დეკემბერში ნატოს მაღალჩინოსნებს გადასცა, წერია თალიბანის ვარაუდის შესახებაც - რომ 2014 წლის ბოლოსთვის, როცა ნატოს ძალები დატოვებენ ავღანეთს, თალიბანს შესაძლებლობა ექნება კვლავ აიღოს ხელში ქვეყანაზე კონტროლი. პაკისტანის უწყებათაშორისი სადაზვერვო სააგენტოს (ISI) შესახებ ანგარიშში წერია, რომ ”პაკისტანი ძველებურად აგრძელებს თალიბანის ლიდერებით მანიპულაციას” და ISI ”უშუალოდ” არის ჩართული თალიბების საქმიანობაში. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ანგარიშში შესულ ინფორმაციას და მას "არასერიოზულს” უწოდებს.
XS
SM
MD
LG