Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭოში დაძაბულობა გამოიწვია სირიის საკითხმა


31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭო სირიის საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბა. განიხილებოდა არაბთა ლიგის ანგარიში სირიაში არსებულ ვითარებაზე. ლიგის გენერალურმა მდივანმა ნაბილ ელარაბიმ საბჭოს ”სწრაფი და გადამჭრელი მოქმედებისკენ” მოუწოდა. უშიშროების საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტზე. დასავლეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს არაბთა ლიგის გეგმას, რომელიც საფუძვლად უდევს რეზოლუციის პროექტს და ითვალისწინებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას და ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ სირია სამოქალაქო ომის ზღვარზეა. რუსეთი კი, თვლის, რომ დამასკზე ზეწოლა დაუშვებელია და ეს არის პირველი ნაბიჯი სირიის საქმეებში ჩარევის გზაზე. სირიის უფლებადამცველთა ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში შეტაკებებისას ასამდე ადამიანი დაიღუპა. ათთვიანი დაპირისპირების მსხვერპლთა რაოდენობა კი 5500-ს აღწევს.
XS
SM
MD
LG