Accessibility links

logo-print

გაეროს ინსპექტორებმა დაასრულეს ირანში ვიზიტი


გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს დელეგაციამ ირანის ხელისუფლებასთან სამდღიანი მოლაპარაკებები დააასრულა. ირანის მედია წერს, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, თუმცა, მომავალი შეხვედრის თარიღი არ სახელდება. ირანის სააგენტო ”ფარსი” იუწყება, რომ მოლაპარაკებები ”კონსტრუქტიული” იყო. სააგენო ”ისნას” ცნობით კი, გაეროს დელეგაციას არ მოუნახულებია არც ერთი ბირთვული ობიექტი ირანში. არც ირანის მედია და არც გაეროს უწყების ექსპერტთა ჯგუფი ამხელენ მოლაპარაკებების შინაარსის დეტალებს.
XS
SM
MD
LG