Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრის თქმით, ერაყისთვის კორუფცია ისეთივე დიდი საფრთხეა, როგორც ტერორიზმი


ერაყის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკის შეფასებით, ერაყის სტაბილურობისათვის კორუფცია ისეთივე საფრთხეა, როგორც ტერორიზმი. შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგინეს ერაყში შეერთებული შტატების საგანგებო გენერალური ინსპექტორის ანგარიში, რომლის თანახმადაც, მალიკიმ 2011 წელს აღნიშნა, რომ კორუფცია ფართოდ არის გავრცელებული ერაყის მთავრობაში. აშშ-ის გენერალური ინსპექტორის შეფასებით, პრობლემა ნაწილობრივ უკავშირდება შეუსაბამობებს ერაყის სამართლებრივ სისტემაში, რომელიც შეიქმნა 2003 წელს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. მიზეზია აგრეთვე მრავალი მუქარა ერაყელი ოფიციალური პირებისადმი, რომლებსაც ევალებათ კორუფციასთან ბრძოლა. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეიტინგით, კორუფციის მხრივ ერაყი 175-ე ადგილს იკავებს 182 ქვეყანას შორის.
XS
SM
MD
LG