Accessibility links

პაკისტანში 11 ჯარისკაცი დაიღუპა მეამბოხეების თავდასხმის შედეგად


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, 11 ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციაში მოწყობილი იერიშის შედეგად. მაღალი რანგის პაკისტანელი სამხედრო ოფიციალური პირის ცნობით, სასაზღვრო შენაერთების ორ პოსტზე მოეწყო იერიში მარგუტის რაიონში, რომელიც ქალაქ კუეტას აღმოსავლეთით მდებარეობს. კუეტაში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ინფორმაციით, იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა სეპარატისტების ჯგუფმა, რომელიც თავს უწოდებს „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიას“. ბელუჯისტანში 2004 წლიდან იბრძვიან პოლიტიკური ავტონომიისა და ბუნებრივი რესურებით მიღებული შემოსავლებიდან მეტი წილის მოთხოვნით. ბოლო სამი კვირის განმავლობაში პაკისტანის სასაზღვრო ჯარების 30-ზე მეტი წევრი დაიღუპა ბელუჯისტანელ მეამბოხეებთან შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG