Accessibility links

თალიბანი უარყოფს ცნობებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში ჩართვის შესახებ


ავღანეთში მოქმედი თალიბანის პრესმდივანმა უარყო ცნობები, რომ თალიბანის ლიდერები მალე ჩაერთვებიან პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაში, რომელსაც საუდის არაბეთი უმასპინძლებს. პრესმდივან ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, თალიბანი იმყოფება „საერთაშორისო თანამეგობრობასთან საერთო ენის გამონახვის პროცესში“ საკონტანქტო ოფისის მეშვეობით, რომელიც კატარში მოქმედებს. მისივე თქმით, თალიბანი ჯერ არ მისულა შეერთებულ შტატებთან, ან მის მოკავშირეებთან მოლაპარაკების ეტაპამდე და ჯერ საჭიროა ნდობის ხელშემწყობი ზომების მიღება. ავღანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილია შეხვედრა თალიბანის „ზოგ ჯგუფთან“, რომელიც ემხრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
XS
SM
MD
LG