Accessibility links

მაშველები განაგრძობენ საქართველოს ერთი და უკრაინის შვიდი მოქალაქის ძებნას შავ ზღვაში


საქართველოს 1 და უკრაინის 7 მოქალაქის ძებნას განაგრძობენ თურქი მაშველები შავ ზღვაში, სადაც გუშინ საღამოს სატვირთო გემი Vera ჩაიძირა. კამბოჯის დროშით მცურავ გემზე, რომელსაც რუსეთიდან თურქეთში ჯართი მიჰქონდა, 10 უკრაინელი და ერთი ქართველი მეზღვაური, ფოთელი მურმან დიასამიძე იმყოფებოდნენ. თურქეთის ზონგულდაკის პროვინციის გუბერნატორმა ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებს განუცხადა, რომ მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ ეკიპაჟის 3 წევრის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენების ძებნის ოპერაციაში კი, სანაპირო დაცვის სამსახურის გემების გარდა, ვერტმფრენებიც მონაწილეობენ. თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო კატასტროფის მიზეზად ქარიშხალს ასახელებს.
XS
SM
MD
LG