Accessibility links

logo-print

გრძელდება მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში


აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი, რომელიც თანმხლები სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის განვითარება. ადმინისტრაციის ცნობითვე, მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დეტალები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ვაშინგტონში პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრები გამართა მსოფლიო ბანკშიც, სადაც დაესწრო პრეზენტაციას წიგნისა სახელწოდებით "ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში - საქართველოს რეფორმების ქრონიკა."
XS
SM
MD
LG