Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იწურება ვადა საქართველოს მიერ ჩეჩენი ლტოლვილის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად


დღეს იწურება ვადა საქართველოს მიერ ჩეჩენი ლტოლვილის, ემილხან სადაევისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. 30 იანვარს სადაევმა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. ამჟამად სადაევი იმყოფება შვედეთში, საიდანაც მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება. შვედეთის ხელისუფლებამ სადაევს უარი უთხრა პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე იმ მიზეზით, რომ ორი წლის წინ ის ყალბი დოკუმენტებით ჩაბარდა პოლიციას. სადაევი ამაოდ შეეცადა, დაემტკიცებინა, რომ, ჩეჩნეთის ომებში მონაწილეობის გამო, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში. ევროპის რამდენიმე ქალაქში იმართება ლტოლვილთა აქციები ემილხან სადაევის მხარდასაჭერად. თუ საქართველო მას პოლიტიკურ თავშესაფარს მიანიჭებს, ადვოკატები შეძლებენ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრონ შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება და შეაჩერონ რუსეთში სადაევის დეპორტაცია.
XS
SM
MD
LG