Accessibility links

logo-print

თომას მარკერტი: ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ტექსტი განსხვავებული იყო


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის შესახებ ქართველი ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა გაავრცელა კომენტარი, რომელიც ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. მარკერტი აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონის ტექსტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, შეიცავდა რიგ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ ტექსტთან შედარებით, რომელიც გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. თომას მარკერტის განცხადებით, ეს ცვლილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მხრივ დამატებით შეზღუდვებს მოიცავს. ვენეციის კომისიის მდივანმა ვერ შეძლო დადებითად ან უარყოფითად შეეფასებინა ეს ცვლილებები, რადგან საამისოდ საჭირო იქნებოდა მიღებული ტექსტის საფუძვლიანად შესწავლა ვენეციის კომისიის მიერ, რაც არ მომხდარა. მარკერტი აღნიშნავს, რომ საკითხის მომდევნო განვითარებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონპროექტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ვენეციის კომისიას ეცნობება მარტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე.
XS
SM
MD
LG