Accessibility links

logo-print

გაეროში რუსეთის ელჩი იმუქრება სირიაზე რეზოლუციის წინააღმდეგ ვეტოთი


გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ვეტოთი დაბლოკავს სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს ნებისმიერ რეზოლუციას, თუ ჩათვლის, რომ რეზოლუცია კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს სირიაში. ამ განცხადებით ჩურკინი შეეხო დასავლეთის ქვეყნებისა და არაბთა ლიგის მხარდაჭერის მქონე რეზოლუციის პროექტს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინეს, ტექსტი შეიცავს მოწოდებას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომისაკენ. სირიაში 10 თვეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა წინააღმდეგ მიმართულ ზომებსაც ამასობაში, სულ ცოტა, 5400 ადამიანი შეეწირა. რუსი ოფიციალური პირები რეზოლუციის პროექტს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ტექსტი, მათი შეფასებით, არ გამორიცხავს სირიაში სამხედრო ინტერვენციას. ვიტალი ჩურკინმა ოთხშაბათს ნიუ-იორკში განაცხადა, რომ რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა და რუსეთი კვლავაც ემხრობა სირიაში კრიზისის მოგვარებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის მეშვეობით.
XS
SM
MD
LG