Accessibility links

logo-print

სირიაში გააქტიურდა ოპერაციები მთავრობის ოპონენტთა წინააღმდეგ


სირიელი უფლებადამცველების ცნობით, სულ ცოტა, რვა სამოქალაქო პირი და 15 ჯარისკაცი დაიღუპნენ ქალაქ ჰომსში დღევანდელი შეტაკებების შედეგად. ჰომსი ცენტრალურ სირიაში მდებარეობს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია მთავრობის ჯარებსა და დეზერტირებს შორის დამასკთან მდებარე მთებში შეტაკებების შესახებ. სირიის ჯარებმა მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა გაააქტიურეს მას შემდეგ, რაც არაბთა ლიგამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა წარუმატებლად მოუწოდეს გაეროს უშიშროების საბჭოს, დაემტკიცებინა რეზოლუციის პროექტი სირიაში ძალადობისთვის ბოლოს მოსაღებად. რუსეთმა, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს, როგორც გაუროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტს.
XS
SM
MD
LG