Accessibility links

logo-print

ევროპაში 80-ს გადააჭარბა ყინვების მსხვერპლთა რიცხვმა


ევროპაში 80-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ბოლო ათწლეულების სარეკორდოდ დაბალმა ტემპერატურამ. მარტო უკრაინაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა 13 ადამიანი, რის შედეგადაც 43-მდე გაიზარდა ბოლო დღეების მსხვერპლთა რიცხვი. 800-ზე მეტმა ადამიანმა ითხოვა სამედიცინო დახმარება სხეულის ტემპერატურის დაწევით გამოწვეული პრობლემების გამო. პოლონეთიდან იუწყებიან, რომ წუხელ გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, რის შედეგადაც 20-ს მიაღწია პარასკევის შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვმა. ამ ქვეყანაში, ისევე როგორც უკრაინაში, ჰაერის ტემპერატურა ზოგ ადგილას -30 გრადუსამდე დაეცა. გარდაცვლილთა უმეტესობა უსახლკაროები იყვნენ. ევროპის ზოგ სხვა რეგიონიდან გავრცელებული ცნობებით, დიდთოვლობა პრობლემებს უქმნის ტრანსპორტის მიმოსვლასა და ელექტრომომარაგებას.
XS
SM
MD
LG