Accessibility links

logo-print

გაერო დადებითად აფასებს ირანში ექსპერტების ვიზიტს


გაეროს ბირთვული სააგენტო დადებითად აფასებს ირანში სააგენტოს ინსპექტორების სამდღიანი ვიზიტის შედეგებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამით უცხოეთში გამოწვეული შეშფოთების გასანელებლად. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ჰერმან ნაკერტსმა, რომელიც ირანში ინსპექტორების დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დღეს განაცხადა, რომ ვიზიტისას წინსვლას მიაღწიეს ირანის ოფიციალური პირების დარწმუნების მხრივ, ანგარიში გაუწიონ ირანის ბირთვული პროგრამის გამო დასავლეთის შეშფოთებას. ირანიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, ნაკერტსმა აღნიშნა, რომ ირანი, როგორც ჩანს, მართლაც მხარს უჭერს გაეროს ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობას. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG