Accessibility links

logo-print

გაეროს ბირთვული სააგენტო და ირანი 21-22 თებერვალს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ


გაეროს ბირთვული სააგენტო აცხადებს, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდს გამართავს ირანთან, ამ ქვეყნის ატომური პროგრამის გარშემო. სააგენტოს მაღალი რანგის დელეგაცია ირანიდან ოთხშაბათს დაბრუნდა, სამი დღის განმავლობაში წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ. ირანის დედაქალაქში 21 და 22 თებერვალს დანიშნული შეხვედრის შესახებ ცნობა სააგენტომ დღის მეორე ნახევარში გაავრცელა. სააგენტოს გენერალური დირექტორი, იუკია ამანო აცხადებს, რომ დიალოგის გამართვა უმნიშვნელოვანესია „მნიშვნელოვან საკითხებზე პროგრესის მისაღწევად“. გაეროს ბირთვული სააგენტო დადებითად აფასებს ირანში სააგენტოს ინსპექტორების სამდღიანი ვიზიტის შედეგებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამით უცხოეთში გამოწვეული შეშფოთების გასანელებლად. ამ სააგენტოს მიერ ნოემბერში გავრცელებულ ანგარიშში დეტალურად იყო აღწერილი ვარაუდები, რომ ირანი, შესაძლოა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდეს. თავად ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG