Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ფეხბურთის მატჩის შემდეგ შეტაკებებს სულ მცირე 40 ადამიანი შეეწირა


ეგვიპტის მედიის ცნობით, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა შეტაკებებში, რომელიც ოთხშაბათს, ეგვიპტის ქალაქ პორტ საიდში გამართულ ფეხბურთის მატჩს მოჰყვა. დაღუპულთა ნაწილი უსაფრთხოების სფეროს თანამშრობლებია. ძალადობა მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო - მას შემდეგ, რაც პორტ საიდის გუნდმა, ალ-მასრიმ, ანგარიშით 3-1 დაამარცხა ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი, ალ-აჰლი. ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ჩანს, როგორ დარბიან გულშემატკივრები სტადიონზე და დასდევენ ალ-აჰლის მოთამაშეებს და მხარდამჭერებს.
XS
SM
MD
LG