Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი: ვაშინგტონში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის წინ პრესისათვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ჰილარი კლინტონმა საქართველოს დაფასებული პარტნიორი უწოდა და თქვა რომ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში დიდ სიმამაცესა და პროფესიონალზმს აჩვენებენ . ამერიკის სახემწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის დედაქალაქში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი არსებობს. ჰილარი კლინტონის თქმით, კეთდება კონსულტაციების სისტემა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ვაჭრობისა და ინვესტიციების წინსვლის მიმართულება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დიდი სამუშაო იქნა გაწეული ორმხრივ კონსულტაციებზე განათლების, ჯანდაცვის, მმართველობის ხარისხის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG