Accessibility links

logo-print

სააკაშვილი: საქართველოში ხელცარიელი არ ვბრუნდები


საქართველოს პრეზიდენტის თქმით მან, ამერიკაში ჩატარებულ შეხვედრებზე მოისმინა ყველაფერი, რისი მოსმენაც უნდოდა. მან ეს განცახდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის წინ გააკეთა. ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შეფასებისას მან თქვა, რომ ოვალური კაბინეტი ამაღლებული განწყობით დატოვა. ”რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებას მიაღწევდა. რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იქნებოდა თავდაცვითი თანამშრომლობის ეს დონე - და ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენთან ერთდ ვმსახურობთ ავღანეთში” - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჰილარი კლინტონს საქართველოს მხარდაჭერაში პირადი ჩართულობის გამო. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის არა მხოლოდ ხელცარიელი არ ბრუნდება საქართველოში, არამედ იმდენი რამე ჩააქვს, რომ ეს საოცარია.
XS
SM
MD
LG