Accessibility links

logo-print

პანეტა იმედოვნებს, რომ აშშ 2013 წელს დაასრულებს საბრძოლო მისიას ავღანეთში


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლიონ პანეტა იმედოვნებს, რომ ამერიკელი და სხვა უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთში 2013 წლის შუა პერიოდში დაასრულებენ საბრძოლო მისიას და გადავლენ წვრთნაზე და მრჩეველთა როლის შესრულებაზე. პანეტამ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს, ბრიუსელში ჩასვლამდე, სადაც ის ნატოს თავდაცვის მინისტრებს ხვდება. მიმდინარე კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზაის განუცხადა, რომ პარიზი თავის საბრძოლო შენაერთებს გაიყვანს 2013 წელს - ნატოს მიერ ჯარების გასაყვანად განსაზღვრულ ვადაზე ერთი წლით ადრე. დღეს ბრიუსელის შეხვედრაზე იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულ გავლენას იქონიებს ნატოს მიერ განსაზღვრულ ვადებზე საფრანგეთის პოზიცია. ავღანეთის ოფიციალური პირების შეფასებით, უცხოელი ჯარისკაცების ადრე გაყვანამ შესაძლოა, მოუმზადებელი დატოვოს ავღანეთის უშიშროების ძალები.
XS
SM
MD
LG