Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი ჩინეთს მოუწოდებს ირანის საკითხში მხარდაჭერისაკენ


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი მისი ბირთვული პროგრამის საკითხში უფრო „ღია და გამჭვირვალე“ პოზიციის აუცილებლობაში. მერკელი ამ საკითხს შეეხო პეკინში, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს და პრემიერ-მინისტრ ვან ძიაბაოს შეხვდა ირანის ბირთვული პროგრამის გამო ახალი სანქციების განსახილველად. „მე გამოვალ მოწოდებით, რომ, როცა ევროპა, მაგალითად, სანქციებს დააწესებს, ჩინეთმა გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა ირანს უთხრას, რომ არ გვჭირდება და ვერ დავუშვებით, ბირთვული იარაღის მქონე მეტ ქვეყანას“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ჩინეთში ვიზიტისას. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ჩინეთი არ უჭერს მხარს, უმეტესწილად, დასავლეთის ქვეყნების მოწოდებას მეტი სანქციის დაწესებისაკენ, რაც ითვალისწინებს ირანიდან ნავთობის იმპორტის შეჩერებასაც. ჩინეთი ირანის ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მყიდველია.
XS
SM
MD
LG