Accessibility links

სირიამ გაამკაცრა უშიშროების ზომები ჰამაში სისხლისღვრის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით


სირიელი ოპოზიციონერების ცნობით, მთავრობის ჯარები განთავსდნენ კონფლიქტით მოცულ რამდენიმე რეგიონში, რათა თავიდან აიცილონ ჰამის პროვინციაში სისხლისღვრის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციები. ამავე წყაროს ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა რამდენიმე პირი დააპატიმრეს ჰამაში, სადაც ათასობით ადამიანი იქნა მოკლული 1982 წლის 2 თებერვალს დაწყებული რეპრესიების შედეგად. მაშინ ისლამისტები დაუპირისპირდნენ სირიის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის რეჟიმს. სირიის შესახებ გავრცელებული კიდევ ერთი ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მოსკოვი არ შეწყვეტს იარაღის მიყიდვას პრეზიდენტ ბაშარ ლ-ასადის რეჟიმისათვის, რომელიც რუსეთში დამზადებელი იარაღის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. სირიის საკითხში მოსკოვის პოზიციის გამო, ვერ ხერხდება გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტის დამტკიცება. პროექტი, რომელსაც ემხრობიან არაბთა ლიგა და დასავლეთის ქვეყნები, შეიცავს მოწოდებას სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის შესახებ.
XS
SM
MD
LG