Accessibility links

logo-print

"სამოქალაქო ერთობა” საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს


საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს საზოგადოებრივი მოძრაობა "სამოქალაქო ერთობა", რომლის ინიციატივით მიმდინარეობდა ხელმოწერების შეგროვება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი პასუხს არ გასცემს 300 ათას ადამიანს, რომლებმაც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად მიმართეს, პროტესტს კანონით დადგენილი ფორმებით გამოხატავენ. ”სამოქალაქო ერთობის” ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას 300 ათასი მოქალაქის ხელმოწერა ერთი თვის წინ გადასცეს, თუმცა, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG