Accessibility links

logo-print

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან ბორნის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი ადამიანი


პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროსთან დღეს დილით ბორნის ჩაძირვის შემდეგ კვლავაც დაკარგულად ითვლება 100-ზე მეტი მგზავრი. გრძელდება სამაშველო ოპერაციები, რომელთა შედეგადაც, ცნობების თანახმად, მოხერხდა 220-მდე ადამიანის გადარჩენა. ბორნის ოპერატორი კომპანია კატასტროფის მიზეზად უამინდობას ასახელებს, თუმცა, ავსტრალიის საზღვაო მიმოსვლის უწყების ოფიციალური წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ჯერ ნაადრევია ბორნის ჩაძირვის მიზეზებზე საუბარი. მათი ინფორმაციით, ამინდი არ აფერხებს სამაშველო სამუშაოებს.
XS
SM
MD
LG