Accessibility links

logo-print

პაკისტანი მზადაა, ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებაში თალიბანის ჩართვას


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰინა რაბანი ხარის განცხადებით, პაკისტანი მზადაა, თალიბანსა და მეამბოხეების სხვა ჯგუფებს უბიძგოს მოლაპარაკებებისაკენ ავღანეთში ომისათვის ბოლოს მოსაღებად, მაგრამ საამისო, ჯერ ავღანელი ხალხი უნდა დათანხმდეს კონფლიქტის მოგვარების გეგმას. მინისტრი ამ განცხადებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ქაბულში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. მოლაპარაკებების მიზანია ორ მეზობელ ქვეყანას შორის ნდობის ხელშეწყობა შეშფოთების ფონზე, რომ პაკისტანი შესაძლოა, დახმარებას უწევდეს თალიბანს და ექსტრემისტების სხვა ჯგუფებს, რომლებიც თავდასხმებს ახორციელებენ ავღანეთში.
XS
SM
MD
LG