Accessibility links

logo-print

ისრაელის მტკიცებით, ირანი ატომური ბომბის დასამზადებლად საკმარის მასალას ფლობს


ისრაელის სამხედრო დაზვერვა ამტკიცებს, რომ ირანი ფლობს რადიოაქტიურ მასალებს, რომელიც საკმარისია ოთხი ატომური ბომბის შესაქმნელად. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა გენერალმა ავივ კოშავიმ, რომლის თქმით, ირანი 100 კილოგრამამდე 20 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანს ფლობს. ცოტა ხნის წინ აშშ-მა და ევროკავშირმა გაამკაცრეს ირანის მიმართ სანქციები - პასუხად თეირანის უარზე, შეეწყვიტა სამუშაოები გამდიდრებული ურანის მისაღებად. თეირანი კი იმეორებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი აქვს.
XS
SM
MD
LG