Accessibility links

logo-print

დოკუ უმაროვი ემხრობა რუსეთში სამოქალაქო პირებზე თავდასხმების შეწყვეტას


ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ექსტრემისტული ორგანიზაციის, „კავკასიის საამიროს“ ლიდერმა დოკუ უმაროვმა თავის მებრძოლებს დაავალა, შეწყვიტონ თავდასხმები რუსეთის სამოქალაქო მოსახლეობაზე. ვებსაიტ „კავკაზ ცენტრზე“ გამოქვეყნებულ ოთხწუთიან ვიდეომიმართვაში დოკუ უმაროვი ამბობს, რომ, როგორც რუსეთში მიმდინარე პროცესები ცხადჰყოფს, სამოქალაქო მოსახლეობა არ ემხრობა რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის „ჩეკისტურ“ რეჟიმს, რომელსაც ისინი „მძევლებად“ ჰყავს აყვანილი. უმაროვის თქმით, მეამბოხეებს რელიგია ავალდებულებს, არაფერი დაუშავონ რუსებს, რომლებიც არ მონაწილეობენ რუსეთის ლიდერების „ომში მუსლიმების წინააღმდეგ“. რაც შეეხება რუს ჯარისკაცებს და უშიშროების ძალების წევრებს, უმაროვის აზრით, მათზე თავდასხმები კვლავაც გამართლებულია.
XS
SM
MD
LG