Accessibility links

logo-print

სოხუმში აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ იმსჯელეს


დღეს სოხუმში გაიმართა სახალხო კრება, რომლის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობას. სააგენტო “აფსნიპირესის” ცნობით, კრების მიმართვაში ნათქვამია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან აფხაზეთის ეკლესიის გამოყოფას და მის დამოუკიდებლობას. სახალხო კრების განცხადებითვე, იმედია, რუსეთის ეკლესიას ესმის, რომ აფხაზური ეკლესიის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია მისი განცალკევება საქართველოს ეკლესიისგან. ამავე მიმართვაში სახალხო კრება მადლობას უხდის მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს 9 იანვარს აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელთა მიღებისთვის და შესაბამისად აფასებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გავლით აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის შესაძლებლობას.
XS
SM
MD
LG