Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დაემორჩილება სასამართლოს მოთხოვნას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანის განცხადებით, ის პატივს სცემს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მისთვის ბრალდების წაყენების შესახებ. საინფორმაციო სააგენტო ფრანს-პრესის ცნობით, გილანიმ დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ წარდგება სასამართლოს წინაშე და თავის პოზიციას დაიცავს. უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ გილანის იბარებს 13 თებერვლისთვის, რათა წაუყენოს სასამართლოსადმი უპატივცემულობის ბრალდება, რახან გილანიმ არ შეასრულა მოთხოვნა, დაკავშირებული პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის გასამართლებისთვის საჭირო ზომებთან. სასამართლოს დავალებით, გილანის შვეიცარიის მთავრობისთვის უნდა ეთხოვა პრეზიდენტ ზარდარის კორუფციაში ბრალდების საფუძველზე აღძრული საქმის განახლება. შვეიცარიამ 2008 წელს შეწყვიტა ამ საქმის განხილვა, პაკისტანის პრეზიდენტად ზარდარის არჩევის შემდეგ. გილანი აცხადებს, რომ პრეზიდენტს იმუნიტეტი იცავს.
XS
SM
MD
LG