Accessibility links

logo-print

უკრაინაში 100-ს გადააჭარბა ყინვის მსხვერპლთა რიცხვმა


უკრაინაში ყინვამ ბოლო დღე-ღამის მანძილზე 38 ადამიანი შეიწირა, რის შედეგადაც 100-ს გადააჭარბა უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა. ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმრავლესობა უსახლკაროები იყვნენ. ასობით ადამიანია მოთავსებული საავადმყოფოებში, ჰიპოთერმიით გამოწვეულ პრობელმებთან დაკავშირებით. ყინვის მსხვერპლთა შესახებ იუწყებიან ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნიდანაც, მათ შორის პოლონეთში 37 ადამიანი გარდაიცვალა განვლილი კვირის განმავლობაში. ევროპის ზოგ რეგიონში -35 გრადუსი იზომება.
XS
SM
MD
LG