Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანეტამ უარი თქვა კომენტარზე ისრაელისა და ირანის შესახებ პუბლიკაციასთან დაკავშირებით


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ უარი თქვა კომენტარზე ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ, პანეტას შეფასებით, ისრაელი ემზადება ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისათვის. სტატიაში, რომელიც ხუთშაბათს გამოაქვეყნა გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“, ნათქვამია, რომ, პანეტას ვარაუდით, ისრაელმა შესაძლოა აპრილში, მაისში, ან ივნისში განახორციელოს ირანზე დარტყმა - ანუ იმ პერიოდში, როცა ირანს, ისრაელის შეფასებით, საკმარისი გამდიდრებული ურანი ექნება ბირთვული იარაღის შექმნის დასკვნით ეტაპზე გადასასვლელად. სტატიასთან დაკავშირებით, პანეტამ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აშშ-მა თავისი შეშფოთება გაუზიარა ისრაელს.
XS
SM
MD
LG