Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ისევ მოხდა შეტაკებები პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის


კაიროში პარასკევსაც გაგრძელდა პოლიციის შეტაკებები დემონსტრანტებთან, რომლებიც ეგვიპტის ხელისუფლებას აკრიტიკებენ ფეხბურთის სტადიონზე ოთხშაბათს მომხდარი სისხლისღვრის გამო. ოთხშაბათის ძალადობამ, რომელიც დაიწყო ზღვისპირა ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე გამართული მატჩის შემდეგ, 74 ადამიანი შეიწირა. საქმე ეხება მსოფლიოში ბოლო 15 წლის ყველაზე სისხლისმღვრელ საფეხბურთო ინციდენტს. მომხდარში დემონსტრანტები ადანაშაულებენ პოლიციას და ქვეყნის სამხედრო ლიდერებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სისხლისღვრის თავიდან აცილება. ეგვიპტის პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთებმა პარასკევს ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს კაიროში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ მაშინ, როცა დემონსტრანტები ქვებს ისროდნენ და ცეცხლს ანთებდნენ. ცნობების თანახმად, მოკლულია, სულ ცოტა, ერთი ადამიანი. საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ზღვისპირა ქალაქ სუეცშიც, სადაც პოლიციამ, ცნობების თანახმად, სულ ცოტა, ორი დემონსტრანტი მოკლა.
XS
SM
MD
LG