Accessibility links

logo-print

მიუნხენი მასპინძლობს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას


გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმართება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი 48-ე საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მთავარ თემებადაც სახელდება გლობალური ენერგომომარაგება, ევროპის როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ვითარება ახლო აღმოსავლეთში. წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს შორის არიან შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი რობერტ ზელიკი. მიუნხენის კონფერენცია პარასკევს დაიწყო და კვირას, 5 თებერვალს დასრულდება.
XS
SM
MD
LG