Accessibility links

logo-print

ნატო ეძებს ავღანეთის ჯარების დაფინანსების გზებს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ხელი შეუწყოს ავღანეთის არმიისა და პოლიციის დაფინანსებას, როცა 2014 წელს მათ ხელში გადავა ავღანეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა. რასმუსენი ამ მოწოდებით გამოვიდა ბრიუსელში, ნატოს 28 წევრისა და ავღანეთის სამხედრო მისიაში ნატოსთან ერთად მონაწილე 22 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. ავღანეთში უშიშროების ძალების დაფინანსებაზე მსჯელობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს დაასრულებენ საბრძოლო ოპერაციების ხელმძღვანელობას. ვარაუდობენ, რომ ავღანეთის უშიშროების ძალების დაფინანსება წელიწადში 6 მილიარდი დოლარი დაჯდება.
XS
SM
MD
LG