Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნებს შეუმცირდათ რუსეთიდან გაზის მიწოდება


ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის წევრ რვა ქვეყანას (ავსტრიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს) შეუმცირდა რუსეთიდან გაზის მიწოდება, რაც განსაკუთრებით პრობლემურია უჩვეულოდ ძლიერი ყინვების გამო. ევროკომისიის მონაცემებით, მაგალითად, ავსტრიას მიეწოდება 30 პროცენტით, იტალიას კი 24 პროცენტით ნაკლები ბუნებრივი აირი. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პირიქით, გაზრდილი აქვს გაზის მიწოდება არა მარტო ევკავშირის ქვეყნებისათვის, არამედ ბელორუსიისა და უკრაინისთვისაც. „გაზპრომი“ უკრაინას ადანაშაულებს რუსეთის ევროპელი კლიენტებისათვის განკუთვნილი ბუნებრივი აირის ნაწილის მითვისებაში. უკრაინა კი თავის მხრივ, აცხადებს, რომ რუსეთმა შეამცირა გაზის ექსპორტი. უკრაინაზე ტრანზიტით გადის ევროკავშირში რუსეთის გაზის ექსპორტის 80 პროცენტზე მეტი.
XS
SM
MD
LG