Accessibility links

logo-print

რუსეთი აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს გაეროს რეზოლუციას სირიის შესახებ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვის განცხადებით, მისი ქვეყანა მხარს ვერ დაუჭერს სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს. გატილოვის განმარტებით, რუსეთისათვის „საკმარისი არ არის“ ცვლილებები, რომლებიც რეზოლუციის პროექტში შეიტანეს მოსკოვის პოზიციის გათვალისწინებით. ევროპის ქვეყნებისა და არაბთა ლიგის მიერ მომზადებული პროექტი არ შეიცავს მკაფიო მოწოდებას სირიის პრეზიდენტის გადადგომისაკენ და არც სანქციების დაწესების მოთხოვნას, მაგრამ „სრულ მხარდაჭერას“ უცხადებს არაბთა ლიგის გეგმას, ორგანიზება გაუწიოს დემოკრატიულ გარდაქმნას სირიაში. თვით სირიიდან გავრცელებული ცნობით, პარასკევს ამ ქვეყანაში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი ნაწილი მთავრობის ჯარებსა და დეზერტირებს შორის შეტაკებებში.
XS
SM
MD
LG