Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2011 წელს ავღანეთში მოკლეს წინა წლებზე მეტი სამოქალაქო პირი


გაეროს მონაცემებით, ავღანეთში 2011 წელს აღირიცხა სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამუდმებით მატულობს. ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისიის ანგარიშში მოყვანილი ინფორმაციით, 2011 წელს ავღანეთში მოკლეს 3021 სამოქალაქო პირი. საქმე ეხება, უმეტესწილად, მეამბოხეების თავდასხმების მსხვერპლს. ანგარიშში ნათქვამია, რომ თალიბანის მეომრებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირთა დაღუპვის 77 პროცენტზე, ხოლო ნატოსა და ავღანეთის ჯარებს - 14 პროცენტზე. ავღანეთში წინა, 2010 წელს მოკლეს 2790 სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG