Accessibility links

logo-print

სირიის მედია უარყოფს ცნობებს ჰომსში სამხედროების მიერ 200-ზე მეტი ადამიანის მოკვლის შესახებ


სირიის სახელმწიფო მედიაში უარყოფილია ინფორმაცია, თითქოს სირიის ჯარებს ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობა ქალაქ ჰომსში 200-ზე მეტი ადამიანის დახოცვაზე. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სამთავრობო ჯარებმა, სულ ცოტა, 217 ადამიანი მოკლეს და ასობით ადამიანი დაჭრეს პარასკევს, ჰომსისთვის ჭურვების დაშენის შედეგად. ჰომსი მიჩნეულია სირიაში თითქმის ერთი წლის წინ დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების ეპიცენტრად. საინფორმაციო სააგენტო dpa-ს მოჰყავს ადგილობრივი აქტივისტებისაგან მიღებული ცნობა, რომ შაბათს აღარ განახლებულა ჭურვების სროლა, მაგრამ სროლას განაგძრობენ სნაიპერები. დამოუკიდებელ წყაროებს არ ეძლევათ სროლის და მსხვერპლის შესახებ ცნობების შემოწმების შესაძლებლობა. ჰომსში ძალადობის შესახებ ინფორმაციას მოჰყვა საპროტესტო აქციები სირიის საელჩოებთან რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG